“ჰამასის” ლიდერი კაიროში ჩავიდა ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად

საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, რომ “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე ჩავიდა კაიროში ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებზე ისრაელთან ომის დროს.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც ს პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ღაზაში მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება.
ეგვიპტემ, კატართან ერთად, ხელი შეუწყო ზავის მიღწევას გასულ თვეში, რომელიც გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში და რომლის ფარგლებშიც მძევლების ნაწილი გათავისუფლდა პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.
ცნობისთვის, “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, რასაც შემდგომ ისრაელის მხრიდან ომის გამოცხადება მოჰყვა, 1 200 ადამიანი დაიღუპა. მძევლად იაყვანეს 240 ადამიანი, მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა.
ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 20 000 ადამიანი დაიღუპა და 52 000-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ