„ჰამასის“ ლიდერი – ისრაელი საკუთარ საფლავს ითხრის

„ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხალედ მაშალის განცხადებით, , მათ წინააღმდეგ ომის წარმოებით, საკუთარ საფლავს ითხრის.
„ამ ამპარტავან, კრიმინალ სიონისტ მტერს, ღაზის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესიის სამი თვის შემდეგ მისი წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიუხედავად, თავისი კრიზისის საზღვარგარეთ ექსპორტი სურს“, – განაცხადა ხალედ მაშალმა „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, სალეჰ ალ-არურის ბეირუთში მკვლელობაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ილუზიაა ის, რომ ლიდერების მკვლელობა წინააღმდეგობის მოძრაობის ნებას დაარღვევს.
„მტერი ფიქრობს, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა წინააღმდეგობის ნებას დაარღვევს და ხელმძღვანელობას დაასუსტებს. მან არ იცის, რომ ეს დიდი ილუზიაა. ყოველთვის, როცა ლიდერი ეცემოდა, ის მაღლდებოდა და ლიდერის მოწამებრივი სიკვდილი სხვებს იმავე გზაზე აყენებს, იგივე ნებით, იგივე სიმტკიცით“, – აღნიშნა ხალედ მაშალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე