ჰამასის ლიდერი ილონ მასკს ღაზის სექტორში ეპატიჟება

ჰამასის მაღალმა თანამდებობის პირმა ოსამა ჰამდანმა ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ს დაბომბვის შედეგების სანახავად ღაზას სექტორში მიიწვია.
“ჩვენ მას [ილონ მასკს] ვიწვევთ ღაზაში რათა ნახოს ის საშინელებები, რაც ღაზის სექტორის ხალხის მიმართ არის ჩადენილი” – თქვა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში პრესკონფერენციაზე.
რამდენიმე დღის წინ ილონ მასკი ისრაელს ეწვია, სადაც პრემიერმინისტრ ს შეხვდა და ჰამასის ტერორისტების მიერ დარბეულ კიბუცს ესტუმრა. ილონ მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter) ბოლო დროს ხშირად მოიხსენიება, როგორც პლატფორმა ანტისემიტიზმის და სიძულვილის გაღვივებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ