„ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ნახევარზე მეტი ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუვრცელებიათ.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში გაფართოებულ ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალები დაიპყრობენ ღაზას და ტერიტორიაზე დარჩებიან, თავს დაესხმებიან „ჰამასს“, ხელს შეუშლიან მას ჰუმანიტარული დახმარების მარაგების კონტროლის ხელში ჩაგდებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება