ჰამასის თქმით, ღაზაზე ისრაელის იერიშის პირობებში კავშირი დაკარგა ორ ისრაელელ მძევალთან

პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ კვირას განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზის ორ რაიონში ს სამხედრო ოპერაციების დროს კონტაქტი დაკარგა ჰამასის მიერ დაკავებული ორ ისრაელელ მძევლთან – მატან ანგრესტთან და ომრი მირანთან.
-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და AFP ავრცელებენ.
ჰამასის გასამხედროებული ფრთის, “ეზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადების” განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ ისრაელისგან მოითხოვს, 24 საათით შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები ღაზის ერთ რაიონზე, რათა „მძევლები საფრთხის ზონიდან გაიყვანონ“.
Reuters-ს თვითმხილველებმა და მედიკოსებმა განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები წინ მიიწევენ საბრის, თელ ალ-ჰავის, შეიხ რადვანის და ალ-ნასერის უბნებში და უახლოვდებიან ქალაქ ღაზის ცენტრსა და დასავლეთ ნაწილებს, სადაც ასობით ათასი ადამიანია თავშესაფარი.
მატან ანგრესტი და ომრი მირანი იმ 250-ზე მეტ ისრაელელს შორის იყვნენ, რომლებიც ჰამასმა და სხვა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს მძევლად. ჰამასს დღემდე დაახლოებით 50 მძევალი ჰყავს, როგორც ცოცხლები, ასევე გარდაცვლილები.
ფორუმი