„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ განცხადებას ტერორისტული ორგანიზაცია თავის „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
დელეგაცია, რომელსაც „ჰამასის“ საერთაშორისო კავშირების ბიუროს ხელმძღვანელი, მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, მოსკოვში ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა.
„პოლიტიკური კონსულტაციების დროს განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები იმასთან ერთად, რომ პალესტინელი ერის წინააღმდეგ აგრესია შეწყდეს. ახსნილ იქნა „ჰამასის“ მოძრაობის პოზიცია მძევლებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის რაზმებს ჰყავთ“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ჰამასი“ „ძალიან აფასებს რუსეთის დიპლომატიურ ძალისხმევებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება