„ჰამასის“ განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურ ხელმოწერას არ დაესწრება

“ჰამასის“ განცხადებით, მონაწილეობას არ მიიღებენ ღაზას სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში, რომელიც ორშაბათს ეგვიპტეშია დაგეგმილი.
„ოფიციალურ ხელმოწერაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს წევრმა ჰოსამ ბადრანმა AFP-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს „ძირითადად კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით“ იყო ჩართული.
შეგახსენებთ, მანამდე, ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ფატაჰ ელ-სისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულების მიზნით, 13 ოქტომბერს ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში გაიმართება სამიტი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.