“ჰამასის განადგურების გზაზე ვერავინ შეგვაჩერებს” – ნეთანიაჰუს თქმით, რაც არ უნდა გადაწყვიტოს ჰააგამ, არ დაემორჩილება

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასის” განადგურების გზაზე, ისრაელს ვერავინ შეაჩერებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმითვე, არ დაემორჩილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს ბრალს სდებს გენოციდში და, შეიძლება, სასამართლომ ღაზაზე შეტევის შეჩერება ბრძანოს.
„ვერავინ შეგვაჩერებს – არც ჰააგა, ვერც “ბოროტების ღერძი” (რომელშიც შედის “ჰამასი”, “ჰეზბოლა” და “ირანი”) და ვერც ვინმე სხვა”, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
მისივე თქმით, გენოციდის შესახებ პრეტენზიები ისრაელზე “ფარისევლური თავდასხმაა”.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ, რომელიც იმ ომის შემდეგ შეიქმნა, რომლითაც ებრაელები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ახლა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნდა განიხილოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები ეროვნების, რასისა და ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას