პალესტინელთა ისლამისტურმა ორგანიზაციამ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შეიარაღებულმა ფრთამ, ესედინ ალ-ყასიმმა განაცხადა, რომ ისრაელს რაკეტები დაუშინა, რაც ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაზე პასუხი იყო.
ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშს მოჰყვა საჰაერო განგაში ისრაელში. ერთი რაკეტა თავდაცვამ გადაიტაცა, ორი დაუსახლებელ არეალში დაეცა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის თანახმად (ჰამასის კონტროლის ქვეშ), ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში 85 პალესტინელი ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ კვლავ აღადგინა ღაზის სექტორის ჩრდილოეთის ბლოკადა. ამ რეგიონის, ქალაქ ღაზის ჩათვლით, მიღწევა სამხრეთიდან შეუძლებელია.
განახლებული საბრძოლ მოქმედების გამო ეგვიპტემ და კატარმა განაცხადეს, რომ გვაძლიერებენ მცდელობას ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გარშემო.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაცარინიმ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ათი ათასობით ადამიანი კვლავ აიძულეს რეგიონი მიეტოვებინათ.
მისი თქმით, ღაზის სექტორზე თავდასხმისას გაეროს ხუთი თანამშრომელი მოკლეს.
ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაში ისრაელის არმიას პალესტინელთა ტერიტორია უნდა დაეტოვებინა. თავის მხრივ ჰამასს უნდა გაეთავისუფლებინა ისრაელელი მძევლები.
• ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
• პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.
ფორუმი