ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ – ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი , საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.