„ჰამასთან“ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ს გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
„ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.