ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა – ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს

ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი, რომელიც ამჟამად სამშობლოში თამაშობს და “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს, ყოფილი მეუღლის დისშვილზე კამილა ანჯელოზე დაქორწინდა.
წყვილმა ერთმანეთს ბედი 2020 წელს სამოქალაქო ცერემონიით დაუკავშირა, როცა ჰალკი ჩინეთში თამაშობდა, ხოლო გუშინ ისინი ეკლესიაში დაქორწინდნენ ჰალკის მშობლიურ ქალაქში კამპინა გრანდეში.
“ღმერთის და ჩვენი სიყვარულის დაპირებების წინაშე, ჩვენ ერთ გულში ვერთიანდებით, ვიწყებთ ერთად მარადისობის ცხოვრებას! მე შენ მიყვარხარ”, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ჰალკს ახლანდელი ცოლის დეიდასთან 3 შვილი აკავშირებს, ხოლო თავად კამილა ანჯელოსთან უკვე 2 ბავშვი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში