ჰაკერულმა თავდასხმამ პუტინის დაბადების დღეზე რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლბა შეაფერხა

რუსულ სახელმწიფო მედია კომპანია VGTRK-ზე, რომელიც ქვეყნის მთავარ ნაციონალურ ტელევიზიებს ფლობს და მართავს, ორშაბათს მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. უკრაინის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ მომხდარი კიეველი ჰაკერების ნამოქმედარია.
VGTRK-ის, სრულიად ს სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის ვებგვერდი, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში არ იტვირთებოდა. გარდა ამისა, მის მფლობელობაში მყოფი Rossiya-24-ის 24-საათიანი ახალი ამბების არხი ინტერნეტში ხელმისაწვდომი აღარ იყო.
“503 სერვისი მიუწვდომელია. სერვერი არ არის ხელმისაწვდომი ამ მოთხოვნის დასამუშავებლად” – ეს ტექსტი ჩნდებოდა ეკრანზე მაშინ, როდესაც მომხმარებლები საიტებზე წვდომას ცდილობდნენ.
„ჩვენს სახელმწიფო მედიაჰოლდინგზე, მის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, ერთ-ერთი უდიდესი, უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმა მოხდა“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ VGTRK პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.
„სპეციალისტები მუშაობენ ყველა გარემოების გასარკვევად, იმის გასაგებად, თუ საით მიჰყავს კვალს ისინი, ვინ მოაწყო ეს ჰაკერული თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე”, – განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი უკრაინელი ჰაკერები არიან. კიბეშეტევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 72-ე იუბილეს დაემთხვა.
„უკრაინელმა ჰაკერებმა პუტინს დაბადების დღე, რუსულ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმით “მიულოცეს” “, – განუცხადა წყარომ სააგენტო “როიტერს”. წყარომ ანონიმურობის დაცვა მოითხოვა და სააგენტო მის სახელს არ ამჟღავნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას