ჰაკერი: არჩევნებამდე ბუზიაშვილისა და გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი Atlantic Council-ის თანამშრომლების – ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს X-ზე განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები საგანგაშოა.
“საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება. რა სირცხვილია”, – წერს ის X-ზე.