ჰაკერებმა რუსეთის ტელეპროვაიდერი გატეხეს და ეთერში ანტიპუტინისტური ვიდეო გაუშვეს

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჰაკერებმა ერთ-ერთი რუსული ტელეპროვაიდერი გატეხეს და ეთერში უკრაინული პროპაგანდისტული ვიდეო გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Hromadske წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვიდეოში ისმოდა შემდეგი ტექსტი:

“პუტინმა უკრაინის ვერცერთი ოლქი სრულად ვერ დაიპყრო. უკრაინა ჯერ ისევ დამოუკიდებელია, მაგრამ ახლა მას შეუძლია რუსეთის ნებისმიერ ქალაქს დაარტყას. ჩვენმა შილებმა საჰაერო განგაშის ხმა ისწავლეს. ესეც არის პუტინის გეგმა: მილიონი დაღუპული ჯარისკაცი, ბენზინი აღარ არის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები განადგურებულია. დონეცკი – წყლის გარეშეა, ქალაქის ჰაერში განავლის სუნია. შავი ზღვის ფლოტი განადგურებულია. გემები ფსკერზეა ან ნავსადგურებში იმალებიან.”

Hromadske-ს ინფორმაციით, კიბერთავდასხმამ ათეულ ათასობით აბონენტი დააზარალა როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებში.

ვიდეორგოლის ტრანსლაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ