ჰაკერებმა რუსეთის ტელეპროვაიდერი გატეხეს და ეთერში ანტიპუტინისტური ვიდეო გაუშვეს

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჰაკერებმა ერთ-ერთი რუსული ტელეპროვაიდერი გატეხეს და ეთერში უკრაინული პროპაგანდისტული ვიდეო გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Hromadske წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვიდეოში ისმოდა შემდეგი ტექსტი:

“პუტინმა უკრაინის ვერცერთი ოლქი სრულად ვერ დაიპყრო. ჯერ ისევ დამოუკიდებელია, მაგრამ ახლა მას შეუძლია ს ნებისმიერ ქალაქს დაარტყას. ჩვენმა შილებმა საჰაერო განგაშის ხმა ისწავლეს. ესეც არის პუტინის გეგმა: მილიონი დაღუპული ჯარისკაცი, ბენზინი აღარ არის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები განადგურებულია. დონეცკი – წყლის გარეშეა, ქალაქის ჰაერში განავლის სუნია. შავი ზღვის ფლოტი განადგურებულია. გემები ფსკერზეა ან ნავსადგურებში იმალებიან.”

Hromadske-ს ინფორმაციით, კიბერთავდასხმამ ათეულ ათასობით აბონენტი დააზარალა როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებში.

ვიდეორგოლის ტრანსლაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.