ჰაკან ფიდარი: ჰამასი მზადაა, ღაზის სექტორის მმართველობა გადასცეს პალესტინის კომიტეტს

ჰამასი (რომელიც -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული) მზადაა, ღაზის სექტორის მმართველობა პალესტინის კომიტეტს გადასცეს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა კატარში გამართულ ფორუმზე. მისი სიტყვებით, ღაზის სექტორის ახალმა ადმინისტრაციამ და პოლიციის ძალებმა ჰამასის განიარაღებამდე უნდა დაიწყონ მუშაობა.
სანდო ადმინისტრაციისა და გაწვრთნილი უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბების გარეშე ჰამასის განიარაღება ნაკლებად სავარაუდოა, ხაზგასმით აღნიშნა ფიდანმა. პოლიციის მუშაობას მხარს დაუჭერენ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები, თუმცა ფიდანმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მისიაში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის მებრძოლები პოლიციის შემადგენლობაში არ იქნებიან. თუ ჰამასი და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ეტაპზე არ გადავლენ, „ეს წარუმატებელი იქნება მთელი მსოფლიოსთვის და კერძოდ -ისთვის“, განაცხადა ფიდანმა.
ჰამასსა და ისრაელს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოქტომბერში მოეწერა ხელი. შეთანხმების პირველი ფაზა ითვალისწინებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჯიჰადისტების მიერ მძევლად აყვანილი დარჩენილი 20 ისრაელელის გათავისუფლებას ისრაელის ტყვეობაში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.
Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ელის, რომ მხარეები შობამდე (25 დეკემბერი) გადავლენ სამშვიდობო პროცესის მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი მოიცავს ისრაელის ჯარების ძირითადი ნაწილის გაყვანას ღაზის სექტორიდან, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განლაგებას და ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნას. აშშ-ის გეგმის თანახმად, მას უხელმძღვანელებს „მშვიდობის საბჭო“, რომელშიც შევა არაბული და დასავლური ქვეყნების დაახლოებით 10 ლიდერი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე