ჰაკან ფიდანი – ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ – ომის ხელახლა დაწყება არასწორია

ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზადაა ბირთვულ საქმეზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ. დაიწყეთ ბირთვული საკითხით, დახურეთ და ნუ მიიღებთ პაკეტად. თუ მათ პაკეტად წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ამის აღქმა და გადატანა ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს, შესაძლოა, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის რთული კი რთული ასახსნელი იყოს.

„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს – უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა