ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება – ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს

უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.
„ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი რაუნდი იქნება. ორივე მხარე ხედავს, რომ ძალისხმევის გაერთიანებას სარგებელი მოაქვს. მთავარია, არ დავტოვოთ ეს მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის განწყობა“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.
მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს გადასცა შეტყობინება, რომ მზადაა, მათ შორის შეხვედრას უმასპინძლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს