ჰაკან ფიდანი მარკო რუბიოს, სერგეი ლავროვსა და ჟან-ნოელ ბაროს ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რუსეთსა და ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ -ის, სა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრები გამართა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ორმხრივი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სირია, ღაზა და უკრაინა განიხილეს.
მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე და 14-15 მაისს ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მდივან რუბიოს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტისთვის მზადება განიხილეს.
ჰაკან ფიდანი რუბიოს შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს ესაუბრა და ორივე მათგანთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების მცდელობები განიხილა.
სერგეი ლავროვსა და ჰაკან ფიდანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ს ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ეხება 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.