ჰაიფაში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ჰაიფაში ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
რამბამის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ხუთივე ჰოსპიტალიზებული ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ს თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აწარმოებენ გამოძიებას მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვამ ჰაიფაში ლიბანიდან გაშვებული ხუთი რაკეტის მოგერიება ვერ შეძლო.
„განხორციელდა ჩაჭრის მცდელობები“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში და დასძენენ, რომ რაკეტის რამდენიმე დარტყმა გამოვლინდა, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ