“ჰაიდენჰაიმის” ფრე “ლაიფციგთან” და ბუდუ შეცვლაზე

ბუნდესლიგის ოცდამესამე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „ლაიფციგთან“ ქულები გაიყო – 2:2.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 1-ელ მარტს მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.
ლაიფციგი – ჰაიდენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 ჰონზაკი (6), 0:2 პირინგერი (13, პენ), 1:2 ოპენდა (45+2), 2:2 შეშკო (64, პენ)