“ჰავანის სინდრომი” – სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი პასუხი

The Insider-ის PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, ცოტა ხნის, წინ პირველი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა კონკრეტული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ დეტალურად არ ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკაა ” არ დაადასტუროს კონკრეტული ცნობები”, “ჰავანის სინდრომის” შესახებ.
“რასაც ჩვენ ვაკეთებთ [ჰავანის სინდრომით] დაზარალებულ დასაქმებულებთან დაკავშირებით [არის ის, რომ], ჩვენ მიღებული გვაქვს “ჰავანის აქტი”, რომელიც დამტკიცებულია კონგრესის მიერ. ეს იძლევა დამატებითი დახმარების საშუალებას, დაზარალებული თანამშრომლებისთვის”,- თქვა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აქვე განმარტავს, რომ “ჰავანის აქტი” იძლევა საშუალებას, დაზარალებულებმა მიიღონ დამატებითი სამედიცინო და კარიერული დახმარება.
“ჩვენი პერსონალების უსაფრთხოება, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება, სახელმწიფო მდივანი ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია”,- თქვა მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე გაიხსენა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის 2023 წლის ანგარიში და თქვა, რომ “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ამ დაავადებაზე”.
მილერის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე The Insider-ის PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა.
ჟურნალისტების საგამოძიებო მასალა საქართველოში განვითარებული მოვლენების აღწერით იწყება და მასში ნათქვამია, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, კერძოდ დიღომში მდებარე „ამერიკულ სოფელში“, ამერიკის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა განხორციელდა.
სტატიას თან ერთვის “ჯოის” კომენტარი, რომელიც დეტალურად აღწერს, განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დიპლომატისა და მისი მეუღლის სახელები შეცვლილია.