ჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა: ამოქმედებულია საგანგებო ზომები

ჰა­ვა­ის ვულ­კა­ნი კი­ლა­უ­ეა სამ­შა­ბათს დი­ლით კვლავ ამო­იფ­რქვა, რა­მაც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბე­ბი შექ­მნა.

ამოფრქვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით სა­ღა­მოს 6:21 სა­ათ­ზე დას­რულ­და. ვულ­კა­ნი­დან გა­მო­ი­ყო ვულ­კა­ნუ­რი ქა­ნე­ბი­სა და ფერ­ფლის ნა­ზა­ვი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და­ი­კე­ტა და გარ­კვე­უ­ლი ფრე­ნე­ბი გა­უქ­მდა.

  • -ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სამ­შა­ბათს მომ­ხდა­რი ამოფრქვე­ვა ძლი­ე­რი ლა­ვის შად­რევ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მელ­თა სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 1300 ფუტს (და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტრს) აღ­წევ­და.

    •  

      USGS-ის მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი ვულ­კა­ნუ­რი აი­რია, რო­მე­ლიც ქა­რის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ჰა­ერ­ში მისი კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა.

      ამოფრქვე­ვე­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თის გამო, ჰა­ვა­ის ოლ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რეს. მა­ცხოვ­რებ­ლებს ურ­ჩე­ვენ, მო­ამ­ზა­დონ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ნაკ­რე­ბი, მათ შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა წყა­ლი, საკ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გი.

      კი­ლა­უ­ეა ჰა­ვა­ის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი სი­მაღ­ლე 1247 მეტ­რია. იგი დე­და­მი­წის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ვულ­კა­ნად ით­ვლე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის ფა­ზა­ში 2011 წლის 6 მარტს შე­ვი­და.

      კი­ლა­უ­ეა უკა­ნას­კნე­ლად 1952, 1954 და 1955 წლებ­ში ამო­იფ­რქვა.

      წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს