„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“: ირინე ჟორდანიას ფილმის მსოფლიო პრემიერა ტალინში

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 9 ნოემბერს ირინე ჟორს მხატვრული ფილმის – “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (Air Blue Silk) მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და მას ორი მთავარი მოქმედი გმირი ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავთან და გარემოსთან კავშირის ძიებაში არიან.
„ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი თავისი ცხოვრების გზას პარალელურად მიუყვება, თითოეული გადის გარდაქმნის გზას, რამაც თავისუფლებამდე უნდა მიიყვანოს.
ეკა მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ საზღვარგარეთ მისმა დეიდამ თავი მოიკლა, სრულიად შეძრული საკუთარ თავში იკეტება. დეიდასთან კომუნიკაციისთვის არასდროს ეცალა და მისი არაერთი ხმოვანი შეტყობინება ჰქონდა პასუხგაუცემელი. ნიკო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის „მეგობარს“ და საკუთარ ბინაშია გამოკეტილი. ეს სამყაროები მოკლე დროით იკვეთებიან და კვლავ იხლიჩებიან თავსმოხვეულ მარტოსულობაში. ქალაქის ცხოვრება კი უწყვეტად მიედინება მათ ფანჯრებს მიღმა და აზრს სძენს არსებობას“, — ასე წარდგენილი ირინე ჟორდანიას ფილმი ფესტივალის პროგრამაში.
ფილმს წამძღვარებული აქვს რეჟისორის შენიშვნაც:
„ურთიერთობა ადამიანებს შორის, ისევე, როგორც ურთიერთობა ადამიანებსა და გარემომცველ სამყაროს შორის, მთლიანია და განუყოფელი, ტკივილისა და სიხარულის მომცველი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. იზოლაცია გამყოფ ხაზებს მიღმა გამოსავალი არ არის, რამდენადაც ყველა და ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ფილმი სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. დოკუმენტური მასალა ინტეგრირებულია მხატვრულ ფორმასთან. ფილმზე მუშაობისას, ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ყველაზე საინტერესოც და მთავარი გამოწვევაც იყო, როგორ მოვახერხებდი ყველა ამ კომპონენტის ისე ჩაწვნას, რომ ფილმის ერთიანი ქსოვილი მიმეღო.“
ტალინის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმი გახსნის პროგრამას “ყვავილები არ არიან ჩუმად” (Flowers Are Not Silent. Independent Voices from Georgia), რომელსაც საქართველოს კინოინსტიტუტი წარადგენს.
სექციის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი “ლურჯი მოცვი” და ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი “წმინდა ელექტროენერგია”, რომლის სცენარის თანაავტორიც ირინე ჟორდანიაა.
ფესტივალის სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმები, კინოპროექტები და კინოკლასიკის ნიმუშები. ხოლო ფესტივალის სპეციალურ სტუმრად წელს რეჟისორი ა მიწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა