საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი რამდენიმე საათით დაიკეტება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათენის აკროპოლისი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება დაკეტილი.
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე იქნება შენარჩუნებული.
