ჰაერის დაბინძურება და სამედიცინო კვლევები

ჰაერის დაბინძურება და სამედიცინო კვლევები
· Lancet-ში გამოქვეყნებული გლობალური ანალიზი გვამცნობს, რომ არსებობს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობას შორის, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ბრიტანულ სამედიცინო გაზეთში არსებულმა კვლევამ აღნიშნა, რომ არსებობს კავშირი დემენციით დაავადებულების მიერ სამედიცინო სერვისების მომატებულ გამოყენებასა და ჰაერის მაღალი დაბინძურების არეალში ბინადრობას შორის.
· ყოველწლიური PM 2.5 ნაწილაკების 10%-ით მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის 1,1%-იანი ზრდა, რაც უდრის 43 654 უდროო სიკვდილიანობას.
· აღმოჩნდა, რომ დემენციით დაავადებულები, რომლებიც NO2-ით დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის რაიონში ცხოვრობდნენ, მათგან 27%-ით უფრო მოსალოდნელი იყო ამ მომსახურების გამოყენება, ვიდრე იმ პირებისგან, რომლებიც NO2-ით დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის რაიონში ცხოვრობდნენ.
Lancet-ში გამოქვეყნებული გლობალური ანალიზი გვამცნობს, რომ არსებობს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას შორის, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ბრიტანულ სამედიცინო გაზეთში არსებულმა კვლევამ აღნიშნა, რომ არსებობს კავშირი დემენციით დაავადებულების მიერ სამედიცინო სერვისების მომატებულ გამოყენებასა და ჰაერის მაღალი დაბინძურების არეალში ბინადრობას შორის.
პირველი კვლევა ჩატარდა ჟეჯიანის უნივერსიტეტის მიერ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ „ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა მზარდი გლობალური პრობლემაა, რომელსაც ყოველწლიურად ეწირება მილიონობით ადამიანი“.
მათ გაზომეს ჰაერის დაბინძურების და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობეობის დონეები 166 ქვეყანაში და აღმოაჩინეს ურთიერთკავშირი ჰაერში PM 2.5 ნაწილაკების მაღალი დონეების და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობას შორის, რომელიც დროის განმავლობაში უფრო ძლიერდება.
ყოველწლიურად PM 2.5 ნაწილაკების 10%-ით მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის 1,1%-იანი ზრდა, რაც უდრის 43 654 უდროო სიკვდილიანობას.
ჰონგ ჩენმა ავტორმა ბრძანა: „როგორც ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა, ისე ჰაერის დაბინძურება, ორივე დამოუკიდებლად მსოფლიო ჯანმრთელობის უდიდეს საფრთხეთა რიცხვში შედის. აქამდე ჩვენ არ გვქონია ამ ორს შორის არსებულ კავშირზე სრული და ერთიანი ინფორმაცია, მაგრამ ეს ნაშრომი გვიჩვენებს ჰაერის დაბინძურების კონტროლის ორმაგ სარგებელს“.
BMJ Mental Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ლონდონის სამეფო კოლეჯში არსებული ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების უნივერსიტეტის ჯგუფმა შეისწავლა ურთიერთკავშირები ჰაერის დაბუნძურებასა და დემენციით დაავადებულების მიერ ფსიქიატრიული სამსახურებისთვის მიმართვებს შორის.
კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა 5 024 ადამიანის მონაცემი, რომელთა მთავარი დიაგნოზი დემენცია იყო მაქსიმუმ 9 წლის განმავლობაში. მათ გამოიყენეს ჰაერის ხარისხის გაზომვის თანამედროვე მეთოდები სხვადასხვა ადგილას: საუთარკში, ლამბეთში, ლევიშემსა და კროიდონში.
გაზომილ იქნა ურთიერთკავშირები ჰაერის დაბინძურებასა და საზოგადოებრივი მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფისთვის (CMHT) მიმართვის შორის 9 წლის განმავლობაში. ჩართულთა შორის ნახევარზე მეტი დაავადებული იყო ალცჰაიმერის დაავადებით (5%), 20% ვასკულური დემენციით, ხოლო 26,5% — დაუზუსტებელი დემენციით.
დოქტორ ემი რონალდსონმა თქვა: „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს უფრო ძლიერი ურთიერთკავშირი ვასკულარული დემენციით დაავადებულებში, რაც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირებით და მიგვანიშნებს, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გაახშიროს ვასკულარული დემენციის ჩამოყალიბება, ვიდრე დემენციის სხვა ტიპების წარმოქმნა.
ჩვენ ვაკვირდებოდით ჰაერის დაბინძურებას და კოგნიტიურ ფუნქციას შორის ურთიერთკავშირს გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალურ ფუნქციონირებას. კვლევის შედეგები მიგვითითებს, რომ NO2-ის დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და სოციალურ ფუნქციონირებაზე უფრო, ვიდრე კოგნიტიურ ფუნქციონირებაზე, რაც შესაძლოა ნაწილობრივ ახსნას, როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება დემენციით დაავადებულებში საზოგადოებრივი ფსიქიატრიული ჯგუფებთან გახშირებულ მიმართვას“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე