“ჰაგიოგრაფია თუ პროგრამირება თუ ორივე თუ არცერთი? – უკვე დიდი ხანია შეე&ით ამ თაობებს” – ზურაბ ჯაფარიძე

“ჰაგიოგრაფია თუ პროგრამირება თუ ორივე თუ არცერთი?
თქვენი პრობლემა, ვინც საკითხს ასე სვამთ (და ლეგიონია სახელი თქვენი) იმაშია რომ ერთ თარგზე გინდათ გამოჭრათ ყველა ბავშვი ხშირ შემთხვევაში საკუთარი შვილ(ებ)ი ვერ გაგიზრდიათ თქვენი სურვილების შესაბამისად, მაგრამ მთელი თაობების თქვენივე გემოვნებით აღზრდაზე გაქვთ პრეტენზია და ვერც კი ხვდებით რომ უკვე დიდი ხანია შეე&ით ამ თაობებს საკუთარი ფულით (გადასახადებით) აფინანსებთ განათლების სისტემის სახელით არსებულ ბოროტების მანქანას, რომელიც სავსეა ასეთივე აზროვნების და ყველა ბავშვის ერთ თარგზე გამოჭრის სურვილის მქონე ადამიანებით, და რომელიც ანადგურებს თაობას თაობაზე მაგრამ ამას ვერც ხვდებით, პრობლემა სადღაც ვიღაცეებში გგონიათ მშობელმა, ბავშვმა და სკოლამ რომ გადაწყვიტონ რას ასწავლიან ბავშვს, ჰაგიოგრაფიას, პროგრამირებას თუ ორივეს, და თქვენ რომ არ ჩაჰყოთ ამ ამბავში ცხვირი? მაგრამ მერე რაზე იჩხუბებთ? მერე ვიღაცეებმა ისე რომ გაზარდონ შვილები, თქვენთვის არა მოსაწონად? მერე განათლების სამინისტრო რაღა საჭიროა?
მერე ხომ ჩამოგექცათ თავზე მაგ ტვინებში ლენინის მიერ დალაგებული ეგ სამყარო,” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.