ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთ-უკრაინის ომში დანაშაულების ჩადენის ბრალდებით ს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.
რუს მაღალჩინოსნებს ში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე იერიშის ხელმძღვანელობა და ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ედებათ ბრალად.
ICC-ის მოსამართლეების დადგენილებით, არსებობს “გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ბრალდებულ პირს, სულ მცირე, 2022 წლის ოქტომბრიდან, სულ მცირე, 2023 წლის 9 მარტამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ელექტრულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი სარაკეტო იერიშებზე აკისრია პასუხისმგებლობა”.
მოსამართლეების თქმით, გონივრული საფუძველი არსებობს იმმის საფიქრალად, რომ იერიშები სამიზნედ ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ისახავდა და “იმ ნაგებობების შემხვევაში, რომელთა კლასიფიცირება სამხედრო სამიზნედაც შეიძლება, მოსალოდნელი შემთხვევითი სამოქალაქო ზიანი და ზარალი მოსალოდნელ სამხედრო უპირატესობას თვალნათლივ გადააჭარბებდა, რაც თავდასხმებს ომის დანაშაულებად ხდის”.
რუსეთი, რომელიც ICC-ის წევრი არ არის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ან მოქალაქეებზე იერიშებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
დღემდე ჰააგის სასმართლომ რუს მაღალჩინოსნებზე 8 დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტიც, ვლადიმირ პუტინი.
17 მარტს, უკრაინელი ბავშვების “არაკანონიერი დეპორტაციის” გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს “გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში”.