ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.
დაკავების ორდერები უკრაინაში ინტერვენციისას ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.
ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ