ჰააგის სასამართლომ პალესტინელების მიმართ ისრაელის ვალდებულებების საკითხზე მოსმენა დაიწყო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პალესტინელების მიმართ ს ჰუმანიტარული ვალდებულებების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნასთან დაკავშირებით ერთკვირიანი მოსმენები დაიწყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დეკემბერში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო მოსაზრებას სთხოვს.
ისრაელი მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო დახმარების ყველა ნაკადს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის. მან ღაზაში დახმარების მიწოდება 2 მარტს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჩაიშალა. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში საქონლისა და მარაგების შეტანას მანამ არ დაუშვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა დარჩენილ მძევალს არ გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია