ჰააგა: გაეროს სასამართლოს დადგენილებით, ისრაელმა რაფაზე შეტევა უნდა შეწყვიტოს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა სასამართლომ 24 მაისს დაადგინა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს იერიში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე. ამას გარდა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს.
დღევანდელ დადგენილებას სასამართლო ასაბუთებს არასაკმარისი ზომებით, რათა მოხდეს ქალაქში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. მას 15 მოსამართლიდან მხარი 13-მა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ს საერთაშორისო პოზიციისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს, გაეროს სასამართლოს არ ჰყავს პოლიცია მისი დადგენილების სისრულეში მოსაყვანად. ორიოდ წლის წინ, რუსეთმაც უგულებელყო სასამართლოს 2022 წლის ბრძანება ში სრულმასშტაბიანი ომის შეჩერების თაობაზე.
ისრაელი არ აპირებს დაემორჩილოს ჰააგის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მას აქვს უფლება, თავი დაიცვას “ჰამასის” მუქარისგან. „დედამიწაზე ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს ისრაელს, რომ მან საკუთარი მოქალაქეების დაცვა და ღაზაში “ჰამასის” დევნა შეწყვიტოს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ავი ჰაიმანმა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიო სასამართლო. გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანოც ჰააგაში მდებარეობს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე დავებს განიხილავს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოთა შორის მსაჯულის როლში გამოდის.
მსოფლიოს მასშტაბით იზრდება კრიტიკული დამოკიდებულება ისრაელის მიმართ, რომელიც ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ უკვე 7 თვეზე მეტია ომს აწარმოებს. ბოლო კვირაში, სამმა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს, რათა რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.
2023 წლის 7 ოქტომბერს, “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმის გამო, იქ 1 200 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი “ჰამასს” ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს. ამის შემდეგ ისრაელმა “ჰამასის” განეიტრალების მიზნით, ღაზის სექტორს შეუტია. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, ისრაელის თავდასხმამ ღაზის სექტორში 35 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას “ჰამასი” ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს