ჰააგაში დემონსტრაციაზე დააკავეს გარემოს დამცველი გრეტა თუნბერგი

6 აპრილს ჰააგაში გარემოს დასაცავად გამართულ, მასშტაბურ აქციაზე დააკავეს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი. ის პოლიციამ დიდი ავტობუსით წაიყვანა სხვა დემონსტრანტებთან ერთად, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ დაებლოკათ ქალაქში შემავალი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი.
დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით “შეწყვიტეთ საწვავის სუბსიდირება” და “პლანეტა კვდება” დაუპირისპირდა ათობით პოლიციელი, ზოგი მათგანი ცხენზე იყო ამხედრებული.
თუნბერგი აქციას დაწყებისას შეუერთდა, ის ჯგუფთან ერთად სკანდირებდა სიმღერებს, სანამ დემონსტრანტებს პოლიცია შეაჩერებდა.
ორგანიზატორთა თქმით, დემონსტრაცია იყო ნაწილი ჰოლანდიის მთავრობაზე ზეწოლისა, ივნისში დანიშნული მორიგი დებატების წინ საწვავის სუბსიდირების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს