“ჯუღელმა მიზანს მიაღწია – “კვარას” კონტრაქტი მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილდება” – იტალიური მედია

AreaNapoli რადიო CRC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ს “ნაპოლისთან” უახლოეს მომავალში კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე იტყობინება.
აღნიშნულია, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სექტემბერში შეთანხმდნენ, კვარაცხელია თავს მშვიდად გრძნობს, გუნდში ასპარეზობაზე სრულადაა კონცენტრირებული, პსჟ-ის ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო, რამეთუ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “კვარას” გასხვისებას არასოდეს არ აპირებდა და აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნებზე დათანხმდება.
ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, აგენტის მოთხოვნა შესაძლო მცირე კორექტირებით დაკმაყოფილებული იქნება.