ჯუღელი ძაკარდოსთან ერთად “ნაპოლისა” და “ბოლონიას” მატჩს დაესწრო – მხარეები კონტრაქტის დასკვნით დეტალებზე ისაუბრებენ [PHOTO]

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კრისტიან ძაკარდოსთან ერთად სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლისა” და “ბოლონიას” (3:0) შორის გამართულ მატჩს დაესწრო.
მოგეხსენებათ, კრისტიან ძაკარდომ თავის დროზე ნეაპოლელებს “კვარას” ბათუმის “დინამოდან” გადმობირება ურჩია.
როგორც Calcionapoli24 წერს, კლუბსა და ჯუღელს შორის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება და მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
შეგახსენებთ, “კვარამ” გუშინდელ მატჩში თავი გატანილი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში