ჯუღელი “ნაპოლის” ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება – კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილისა და შეთავაზებულ ხელფასს შორის დიდი სხვაობაა

Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ახალ კონტრაქტზე “ნაპოლის” ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.
ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, “პარტენოპეი” კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.
Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით კვარაცხელია “ნაპოლიში” 2027 წლამდე უნდა დარჩეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში