ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშია და “ნაპოლის” წარმომადგენლებს ხვდება, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მალე ხვიჩა “პარტენოპეისთან” ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერს.
“კვარაცხელია წელიწადში 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იტალიურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ეჭვგარეშეა, რომ ქართველის კონტრაქტი გადახედვას საჭიროებს, ჩვენი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ამასთან დაკავშირებით მუშაობს.
ქართველის ანაზღაურება ახალი კონტრაქტის მიხედვით დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხელშეკრულება კი 2028 წლამდე იქნება გათვლილი”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
· შინი.GE
· მარაო