ჯუნტოლის უნდა ოსიმენი “იუვენტუსში” გადაიყვანოს

ამ ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს – თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსთან“ 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ფინანსური პირობების გამო ვერ ახერხებს და შეიძლება გაყიდონ.
„ნაპოლის“ ყოფილი და „იუვენტუსის“ამჟამინდელი სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი სერბის შემცვლელად ვიქტორ ოსომენის შეძენის საკითხს განიხილავს. მწვრთნელს ტიაგო მოტას კი „მანჩესტერიდან“ ჯოშუა ზირზკეს გადაბირება სურს, რომელიც „ბოლონიაში“ მისი გუნდის ფეხბურთელი იყო.
ოსიმენი „გალათასარაიში“ ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს, მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება მომავალ წელს
უსრულდება, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 75 მილიონი ევროა.
ისიც საკითხავია, მოისურვებს თუ არა „ნაპოლი“ ნიგერიელის კონკურენტ გუნდში გაყიდვას და თავად ფეხბურთელს უნდა თუ არა კარიერის „იუვეში“ გაგრძელება.