ჯულია რობერტსი: იცით, რომ სამი შვილის დედა ვარ… არასოდეს გამოვჩნდები ეკრანზე შიშველი

ხშირად მსახიობებს სხვადასხვა როლის გამო იმიჯის შეცვლა და კამერის წინ გარდასახვა უწევთ. ზოგიერთი მათგანი შიშველი სცენების გადაღებაზე უარს არ ამბობს და ამას პროფესიის ნაწილად თვლის, ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია. 56 წლის მსახიობი ჯულია რობერტსი ამბობს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია, კამერის წინ გაშიშვლდეს და თამამი სცენები დუბლიორის გარეშე გადაიღოს.
“არ ვაპირებ, ვინმე ამის გამო გავაკრიტიკო. ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. თუმცა, თავად შიშველი სცენების გადაღებაზე არ დავთანხმდები. ეს არის არჩევანი, რომელსაც საკუთარი თავისთვის ვაკეთებ.” – ამბობს მსახიობი.
ოსკაროსანი მსახიობი იმასაც აღნიშნავს, რომ არ სურს, მისმა შვილებმა ეკრანზე შიშველი ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა, მისი პროფესიის ნაწილი იყოს.
ჯულია ფიონა რობერტსი ამერიკელი კინომსახიობია.ჯულია ფიონა რობერტსი დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში (). მომავალი მსახიობი ოჯახში მე–3 ბავშვი იყო. ჯულიას მამა გეითსი, უოლთერ გრეიდი (დაბადებული 1933 წელს) ერთდროულად გასაბერი ლეიბების გამყიდველი, მსახიობი და მწერალი იყო. ჯულიას დედა ბრედემასი, ბეთი ლუ (დაბადებული 1934 წელს) შეთავსებით მსახიობობდა.