ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ვებსაიტის WikiLeaks-ის თანახმად საპატიმრო და დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა ჯულიან ასანჟმა. WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელსაც -ის ეროვნულ უსაფრთოებასთან დაკავშრებული საიდუმლო მასალების გავრცელებაში ადანაშულებენ და 5- წლიან სასჯელს იხდიდა დიდ ბრიტანეტში, არსებული ინფორმაციით უკვე სამშობლოში ავსტალიაში იმყოფება.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ასანჟმა მოახერხა აშშ-ის მთავრობასთან გარიგება, აღიარა მის მიმართ წაყენებული ბრალდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესახებ, სანაცვლოდ მას მიუსჯიამ 62-თვით პატიმობას, რა ვადაც მას უკვე მოხდილი აქვს ბრიტანეთის ციხეში, შესაბამისაც საბოლოოდ ეს მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება. მოელიან , რომ ის ოთხშაბათს, აშშ-ის საიპანის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ასანჟის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში საიდუმლო მასალების გაჟონვის ყველაზე მასშტაბური საქმე. გამომძიებლების თქმით, 2009 წლის ბოლოდან ასანჟმა სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსთან ჩელსი მენინგთან შეთანხმებით WikiLeaks-ზე ათიბით ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა ავღანეთისა და ერაყის ომის, კუბაში გუანტანამოს ციხეში პატიმრების მიმართ მოპყრობის შესახებ. მასალების მოცულობისა და წაყენებული რამდენიმე ბრალის გათვალისწინებით მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ასანჟი 2019 წლის აპრილიდან იმყოფებოდა ბრიტანეთის ბელმარშის ციხეში, საიდანაც იგი აშშ-ში ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე 7 წელი ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმალებოდა, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა