ჯუდ ბელინგემის ძმამ შესაძლოა, ბუნდესლიგას მიაშუროს

Sky Sport-ის ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემის უმცროსმა ძმამ 19 წლის ჯობმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “სანდერლენდის” ღირსებას იცავს, შესაძლოა, ბუნდესლიგა მიაშუროს.
ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის შეძენით “ლაიფციგი” ინტერესდება და ინგლისელთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართეს, მაგრამ გერმანული კლუბი ამჟამად სატრანსფერო საფასურს ძალიან ძვირად მიიჩნევს.
ჯობს “შავ კატებთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.
ბელინგემმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში