ჯო უიოლსონი სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, -ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და ს ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეიწავლოს.
“მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. მე ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობებით, ხელი შეეშალა სთვის. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს რეალურია, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, – ვკითხულობთ უილსონის განცხადებაში.