ჯო უილსონი – ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, რომელიც შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე ამერიკის წვდომას ზღუდავს, რათა პეკინში თავიანთ მევახშეებს ასიამოვნოს. ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როდესაც ისინი პრეზიდენტ ტრამპს დასცინიან და მოთხოვნებს უყენებენ. ახლა მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა. აღნიშნულის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.