ჯო უილსონი – “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ – პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად, ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან – საკმარისია

“ქართულმა კოშმარმა” საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, ანაკლია ჩინეთს მიყიდა და ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“სიგიჟის ახალი დონის მიღწევით, ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, მას შემდეგ რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად, ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია. სანქციები და ახალი . #MEGOBARI”, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება