ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეხმაურება.
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დაბეჯითებით აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენა სსრკ-ს ოკუპაციის ქვეშ ყოფნის შემდეგ“, – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 125 დღეა მართავენ.
„მაშინ, როცა ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.
