ქართველები არასდროს დათმობენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„17 წლის შემდეგ რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. ქართველები არასდროს დათმობენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – არ დაუთმობენ არც რუსეთს და არც კომუნისტური ჩინეთის მარიონეტ „ქართული ოცნების“ რეჟიმს“, – წერს უილსონი.
