ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, – წერს უილსონი.