ჯო უილსონი – საქართველოში არალეგიტიმური უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია ახალ არჩევნებზე მუშაობა

საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ.
„ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე -ს [შიდა ვითარებას] არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” – განაცხადა უილსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ