ჯო უილსონი – სამწუხაროდ, ორბანი ცდება – „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს

„ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს“, – წერს ჯო უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – დაწერა ორბანმა.