ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე – ეს ომის აქტია – პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“, თავისუფალი ერები მას საზღვრებს ასწავლიან

რუსეთი ნატო-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული დრონებით ესხმის თავს მას შემდეგ, რაც ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ნავროცკის თეთრ სახლში უმასპინძლა. ეს ომის აქტია, – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„მადლიერები ვართ ნატო-ს მოკავშირეების ომის დამნაშავე პუტინის მიერ თავისუფალი და პროდუქტიული ერების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროვოცირებულ აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, უპასუხოს სავალდებულო სანქციებით, რომლებიც ს ომის მანქანას გაკოტრებას გამოიწვევს და რუსეთზე დარტყმის უნარის მქონე იარაღით აღჭურვოს“, – წერს უილსონი.
მისი განცხადებით, პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით.
„ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“. თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო